01:36 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 09:39:23, 489 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი - აშშ-ი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი

ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

“გაოცებული ვარ იმ თბილი დახვედრით, რომელიც ვნახეთ მე და ჩემმა მეუღლემ თბილისში და პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სწრაფი მიღებით. ძალიან კარგი და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. აშშ-ი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ვისაუბრეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და ასევე, განვავითაროთ მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობები, რაც საქართველოს აქცევს წარმატების მაგალითად“, - განაცხადა ელჩმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იან კელის საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics