|
2020-10-09 18:46:56, 917 ნახვა
სამართალი
აზერბაიჯანის პროკურატურამ საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
აზერბაიჯანის პროკურატურამ საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტრენდი“ ავრცელებს. მისი თქმით, გამოძიების დროს საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს პირები აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოყენებით. „პროკურატურა სომხეთის საოკუპაციო არსის გამოსავლენად და მისი სამხედრო მოსამსახურეების პროვოკაციული ფორმირებების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ჩვენი არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის გარკვეულ ზომებს მიმართავს. გამოძიება ჩატარდა ადგილობრივ და უცხოურ მედიაში გავრცელებული მრავალი ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საფრანგეთის მოქალაქე არტურ ოვანისიანისა და საქართველოს მოქალაქის ვაჰან ჩახალიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ არტურ ოგანესიანსა და ვაჰან ჩახალიანს სომხეთსა და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირებთან კრიმინალური კავშირი ჰქონდათ. მათ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონი და მიგრაციის კოდექსის მოთხოვნები დაარღვიეს, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით. გამოძიების დროს საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს პირები აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოყენებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)