|
2020-10-09 12:48:34, 690 ნახვა
სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევა დაიწყო
დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანტურ ადგილზე განცხადებების ელექტრონული ფორმით მიღება დღეიდან მოხდება. „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც მიზნად ისახავდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას. გაწვეულად ჩაითვალა ყველა კანდიდატი, რომელიც მიმდინარე კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ჰყავდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სწორედ ამიტომ, საბჭოს წარმოეშვა ვალდებულება 9 ვაკანტურ ადგილზე, რომელიც არის უზანაეს სასამართლოში, დავიწყოთ ახალი პროცედურა. ფაქტობრივად, კონკურსს ვიწყებთ ახლიდან. ასეთი რეგულაცია შემოგვთავაზა კანონმა და დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით გამოცხადებულია საბუთების მიღება“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)