|
2020-10-06 14:51:44, 748 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საელჩო საქართველოში - სიცრუეა, რომ საქართველო უარს ამბობს სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გაშვებაზე
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო უარს ამბობს სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გაშვებაზე, რეალობას არ შეესაბამება, - აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში სომხეთის საელჩომ საქართველოში გაავრცელა. „საწაისა და ჰუმანიტარული დახმარების ტრანსფერზე პრობლემა არ არის“, - წერია განცხადებათი. მათივე ცნობით, სომხეთის საელჩო საქართველოში ინარჩუნებს მუდმივ ურთიერთობებს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. ამასთანავე, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, სატრანზიტო პრობლემის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ სომხეთის საელჩოს საქართველოში. „საქართველოს მასშტაბით ტრანზიტის პრობლემის შექმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სომხეთის საელჩოს, რათა სწრაფად გადაიჭრას საკითხი“, - წერია განცხადებაში. სომხეთის საელჩო საქართველოში მოუწოდებს ყველას არ წაახალისონ დეზინფორმაცია, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)