|
2020-10-06 12:43:46, 717 ნახვა
სამართალი
ჩოლოიანის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძეს თავი კი არ მოეკლა, არამედ გადმოვარდნილიყო
მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძეს თავი კი არ მოეკლა, არამედ გადმოვარდნილიყო. ადვოკატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაცვის მხარემ ჩაატარა. „გარდაცვლილი ახალგაზრდას, როდესაც იგი გადმოვარდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ასევე ფაქტია, რომ გარკვეული სახის დისკრიმინაცია იყო დედის მხრიდან, რომ ერთი შვილით იყო ძალიან კმაყოფილი და მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე იყო ადამიანი, რომელიც პრობლემებს უქმნიდა. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც არა გამოძიებამ, არამედ დაცვის მხარემ ჩაატარა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში უფრო არის თავისუფალი ვარდნა, ანუ გადმოვარდნა უფრო შეიძლება იყო ის, რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა. ამიტომ, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა, არასწორია“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი მარიანა ჩოლოანია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)