19:51 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 14:28:55, 596 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე აქტივისტების დაკავებაზე - ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე პარტიის აქტივისტებისა და დეპუტატობის კანდიდატის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს“.

ვაშაძის თქმით, 100 000-მდე ლარით დააჯარიმეს ადამიანები იმიტომ, რომ ისინი საბანკო სესხებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდნენ.

„ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს. 100 000-მდე ლარით დააჯარიმეს ადამიანები მარტივი მიზეზის გამო, რატომ აგროვებენ ხელმოწერებს საბანკო სესხებთან დაკავშირებით. ესენი ლობირებენ ბანკებს. სწორედ კალაძეა ამის უკან.

დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი პაატა მანჯგალაძე, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით. მისი დაკავება აბსოლუტურად უკანონო ქმედებაა“, - აცხადებს ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიასთან ხმაურია. აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 4 პირი. აღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics