17:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 13:06:27, 581 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით აჭარაში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

„თიბისის“ მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში,  ფერმერმა არჩილ გულაბერიძემ მეფრინველეობის ფერმა ააშენა და სრულად აღჭურვა. ფერმერს საოჯახო ტიპის ფერმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში ჰქონდა, წელს კი მისი გაფართოვება და წარმოების ახალ სტანდარტზე გადასვლა გადაწყვიტა. ამჟამად ფერმაში 35-დან 40 ათასამდე ფრთა ქათამია.

პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში და რესტორნებში ახდენს. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში რელიზაცია შემცირდა.

„იმ დროს, როდესაც დაკეტილი იყო რესტორნები, რა თქმა უნდა, ჩვენი გაყიდვები შემცირდა. მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პირველად ნიშნულს. თუმცა დრო არ დაგვიკარგავს, ამ პერიოდში უფრო მეტად გადავერთეთ ფერმის მშენებლობაზე და გაფართოვებაზე, დღეს უკვე ჩვენს რეგიონში ერთერთი კონკურენტუნარიანი ფერმა გვაქვს”, - ამბობს ფერმერი არჩილ გულაბერიძე.

მეფრინველეობის ფერმაში მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული. ფერმერი მომავალ წელს გაფართოებას ისევ აპირებს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics