17:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 12:17:38, 437 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი დაბინავებულია! გადამუშავებულია 250 ათას ტონამდე ყურძენი

5 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020"-ის ფარგლებში, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეებმა  ყურძნის რეალიზაციით 260 მლნ ლარი მიიღეს.

დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 24 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.  

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში - 74 ათასი ტონა, კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი - 60 ათასი ტონა, თელავი - 40 ათასი ტონა, სიღნაღი - 21 ათასი ტონა, საგარეჯო- 17 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 16 ათასი ტონა, ახმეტა - 11 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 7,4 ათასი ტონა.

გადამუშავებული ყურძნიდან 166 ათასი ტონა რქაწითელი,  68 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძნის გადამუშავების პროცესში 186 ღვინის საწარმო იყო ჩართული.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან,  შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics