|
2015-09-18 00:30:49, 457 ნახვა
პოლიტიკა
უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რევანიშვისთვის მოემზადება
დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებსა და ოჯახის წევრებს მიმართა,რევანშვისთვის მზად იყვნენ. უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რევანიშვისთვის მოემზადება. "თქვენ ნახეთ ტურავას საქციელი, ნახეთ ბევრი მოსამართის საქციელი ამ პერიოდის განმავლობაში. იყავით მზად, ისევე როგორც მე ვარ მზად რევანშისთვის, ისინი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია, ისევე როგორც არ მეშინოდა იმ პირველი გზის, რაც გავიარე. ჩემთთვის ეს არ იყო დაკარგული დრო, პირიქით, ეს იყო მოპოვებული დრო, მე ეს დრო ოპტიმალურად გამოვიყენე საკუთარი თავის სრულყოფისთვის, ბევრი რამის ახლიდან დანახვისთვის და ბევრი ადამიანის აღმოჩენისთვის - განაცხადა გიგი უგულავამ. დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია. შესაბამისი გადაწყვეტილება, სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მოსამართლე ლილი მსხილაძე ხელმძღვანელობდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)