|
2015-09-18 00:26:37, 392 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: თუ არ შეცვლიან საარჩევნო სისტემას, „აბაროტს ავიღებთ“ და გავიმარჯვებთ
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო. როგორც უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანია, არჩევნების გზით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. უგულავას თქმით, აუცილებელია, რომ დღეს მოქმედი საარჩვნო სისტემა შეიცვალოს. "მინდა, მივმართო ივანიშვილს. ძალიან კარგად ვიცი, რომ მე და არამარტო მე, ვიყავი მისი პირადი პატიმარი, მისი პირადი პატიმრები რჩებიან საპატიმროში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათაც გავათვისუფლებთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ხალხი, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ არჩევნებში. ჩვენ სხვა გზას ვერ ვხედავთ. თუ შეცვლიან საარჩევნო სისტემას, კარგი იქნება მათთვის, არ შეიცვლიან სისტემას რომელშიც 2012- ში დავმარცხდით, "აბაროტს ავიღებთ" და გავიმარჯვებთ. "- განაცხადა უგულავამ. მისივე შეფასებით, ქართული სახელწმიფოსთივის იქნება კარგი, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა, გამოუშვან პოლიტპატიმრები. შეგახსენებთ, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა გაათავისუფლეს. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)