|
2020-10-01 09:43:18, 535 ნახვა
სამართალი
შსს-ში პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში - მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -„ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - მმართველი საბჭოს მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახაბერ საბანაძემ გახსნა.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია "Hulla & Co Human Dynamics KG"-ის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)