|
2020-09-28 17:32:21, 522 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის სასამართლოში 8 ოქტომბერს დაიწყება. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს მყარი მტკიცებულებები, რომლებიც შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში ხუთივე ბრალდებულის მონაწილეობაზე მიუთითებს. „რა არის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ არსებითი განხილვის მიმდინარეობის დროს. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს ის მყარი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ხუთივე ბრალდებულის მონაწილეობაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში. რაც შეეხება უშუალოდ იმ მტკიცებულებებს, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, ის რომ უშუალოდ მკვლელობის ვიდეო ჩანაწერი არ არის საქმეში და იქ კამერით არ მიმდინარეობდა გადაღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულება და არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ჩაუდენიათ განზრახ მკვლელობა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)