|
2020-09-28 14:38:55, 594 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორი - სისხლის სამართლებრივ საქმეზე დევნის შეწყვეტის საფუძვლები ნამდვილად არ არსებობს
პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის სისხლის სამართლებრივ საქმეზე დევნის შეწყვეტის საფუძვლები დღეს ნამდვილად არ არსებობს. ყაზარაშვილი აღნიშნავს, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა იმის ვარაუდს, რომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადება. „დევნის შეწყვეტის საფუძვლები დღეს ნამდვილად არ არსებობს სისხლის სამართლებრივ საქმეზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ იძლევა ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა ყაზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს გახდება ცნობილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცემა თუ არა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)