|
2015-09-17 12:36:58, 694 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლთან ერთი პირი დააკავეს
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციის დროს, კვერცხებისა და პომიდვრების სროლისთვის ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მერაბ ღოღობერიძე. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მისი დაკავება ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ცნობისთვის, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პაპუაშვილი არა კონსტიტუციას, არამედ საკუთარ მეგობრებს იცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)