|
2020-09-28 12:39:32, 475 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)