20:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-27 12:00:56, 628 ნახვა

მსოფლიო
რუთ ბეიდერ გინსბურგის აშშ-ს უზენაეს მოსამართლედ კონსერვატორი ბარეტი შეცვლის

დონალდ ტრამპმა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პოსტზე  რუთ ბეიდერ გინსბურგის შემცვლელად ემი კონი ბარეტი წარადგინა.

წარდგინების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, კონგრესმენებიც ესწრებოდნენ.

ტრამპმა მოსამართლე ბარეტი დაახასიათა, როგორც სამართლის დარგის ერთერთი ყველაზე ბრწყინვალე და ნიჭიერი წარმომადგენელი.
48 წლის ემი კონი ბარეტი დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი მესამე კანდიდატია.

ემი კონი ბარეტს ახასიათებენ, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, რომელსაც აბორტების ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები უჭერენ მხარს.

აღსანიშნავია, რომ ბარეტმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics