|
2020-09-26 15:50:26, 741 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს - არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავთ ერთმანეთში ურთიერთობებს
„არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში ურთიერთობებს, გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ“ , - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული იდეოლოგია არ გააჩნია ერს. „კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში ურთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება ხალხო ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ ვერ გვიშველის, რა. ვერავინ ვერ გვიშველის. ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო? გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? მაგის გამო დავჯდეთ და მაგი დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ. ეროვნული იდეოლოგია რომ არა აქვს ერს დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩნენ მთავრობებში ხო? სულ მარტო ის არის - მტრის სახე შექმნან, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში, არ ვიმარჯვებთ. ამიტომ, მაგასაც შევხედოთ, სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდით რაღაცაზე ხო ვინც ძლიერები ვართ იმ სუსტებს რაღაცეები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე რომ ღმერთს ვანახოთ, რა. ქეთევან დედოფალი რომ წავიდა, იმისთვის წავიდა, იმისთვის ეწამა რომ დღეს ასე ვიქცეოდეთ? რომელია მხსენლი? მე ვამბობ რომ არავინ არის მხსნელი. მესია არცერთი არა ვართ ადამიანებში. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში უდიდესი პიროვნებებიც გვყავს დღეს ვთქვათ სასულიერო თუ... მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ რა იმიტომ რომ სულ ამ ცუდის განეიტრალებაზე ვართ გადასულები... ჩატარდება არჩევნები და კიდევ ერთმანეთის დაჭმას დავიწყებთ. არ შეიძლება ეს რა. ვინც ამას ხელს უწყობს ყველა სამარცხვინო ადამიანია აბსოლუტურად“ , - განაცხადა მეუფე იაკობმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)