|
2015-09-16 15:43:29, 911 ნახვა
სამართალი
მერაბ ტურავა: მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, ავადმყოფობა არ არის
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას განცხადებით, გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილებზე ხელის არ მოწერის მიზეზი ჯანმრთელობის მდოგმარეობა არ ყოფილა. ტურავას განმარტებით,მას საშუალება არ მიეცა, საქმის სარეზოლუციო ნაწილს გაცნობოდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ერთკვირიანი ვადაა საჭირო. „აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დროში შემზღუდა. დღეს მოსამართლეები და გიორგი პაპუაშვილი მოვიდნენ და უნდოდათ ხელი მომეწერა. მაგრამ ავუხსენი, რომ არც ერთი მოსამართლე გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს სანამ კარგად არ წაიკითხავს“, – აღნიშნა ტურავამ. მოსამართლის შეფასებით, როდესაც მოსამართლე მზად არ არის გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ, ეს ზეწოლაა. „აქამდე არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისულიყო მოსამართლესთან და ხელმოწერა მოეთხოვა“, – აღნიშნა ტურავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)