20:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 23:42:30, 729 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - ჩინეთმა დააინფიცირა მსოფლიო, გაერომ პასუხი უნდა აგებინოს

„ჩინეთმა დააინფიცირა მსოფლიო, გაერომ პასუხი უნდა აგებინოს“ , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მიერ იმართება და ისიც დამნაშავეა.

„ვირუსის  ადრეულ დღეებში ჩინეთმა ჩაკეტა შიდა ფრენები, მაგრამ თვითმფრინავებს ნებას აძლევდა, რომ ჩინეთი დაეტოვებინათ და მსოფლიო დაეინფიცირებინა. ჩინეთმა დაგმო ჩემ მიერ მოგზაურობის აკრძალვა მათ ქვეყანასთან, მაშინ, როცა მათ შიდა ფრენები აკრძალული ჰქონდათ და მოქალაქეები სახლებში ჰყავდათ ჩაკეტილები.

ჩინეთის მთავრობამ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც ფაქტიურად ჩინეთის მიერ არის კონტროლირებული, მოტყუებით განაცხადეს, რომ  ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება არ იყო. მოგვიანებით, მათ მოტყუებით თქვეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, არ გაავრცელებენ დაავადებას... გაერომ ჩინეთს მისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგებინოს“ ,  – განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics