22:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 12:39:00, 514 ნახვა

სამართალი
მიხეილ რამიშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რო შესაძლოა დააკავონ. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო, მისი და მისი ოჯახის მიამრთულებით მუქარა და ცილისწამება მიმდინარეობს.

„ეს არის ჩემს პირად სივრცეში უხეში შეჭრა, რომლის უფლებაც არავის არ გააჩნია. ეს არის კონსტიტუციით დაცული და არ შეიძლება. იმ დღიდან, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი ჩემი მისამართით მუქარა და გარკვეული ცილისწამებები, თვალთვალი ჩემი ოჯახის წევრებზე, დევნა ჩემს 23 წლის გოგოზე, რომელსაც დაბურულ მინებიანი „შკოდა“ დაყვება. არანაირი კითხვის ნიშანი არ ჩნდება, რომ ეს შემთხვევითობა არის. ოთხი საათი მიმდინარეობდა დაკითხვა იმაზე თუ როგორ მივეცი შეკვეთა, როგორ ვიცოდი რომ ეს იყო გაყალბებული, როგორ ვაიძულებდი, ვთხოვდი და ორგანიზებას ვუწევდი რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ყალბი. აი, ამაზეა გამოძიება ორიენტირებული“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილი მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდება. პროკურატურის მტკიცებით, სმარტფონში ე.წ. სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics