|
2015-09-16 09:34:22, 411 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს განაგრძობს
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრიტანეთის პოლიტიკური პარტიების ფედერაციის „ლიბერალ ინთერნეიშენალის“ გენერალურ მდივანს ემილ კირიასს და ვიცე-პრეზიდენტს, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრს, ბარონესა კიშვერ ფოლკნერს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა „ლიბერალ ინტერნეიშენალის“ ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო. მასპინძლები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებითა და პარტნიორი ქვეყნების პოზიციებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გამართული შეხვედრის დეტალებსა და საქართველოში რუსეთის მცოცავ ანექსიას. ხიდაშელი თქმით, „ლიბერალ ინტერნეიშენალი“ გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორგანიზაცია კარგად იცნობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მინისტრის თქმით, „ლიბერალ ინტერნეიშენალს“ შეუძლია ეფექტური მედიატორის როლი შეასრულოს საქართველოსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთაშორისო არენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დღესვე, თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI).
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)