20:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 16:13:12, 704 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსი კატასტროფის წინაშე დგას

ბელარუსი კატასტროფის წინაშე დგას, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ბელარუსში საპროტესტო აქციების ფონზე პრეზიდენტი აცხადებს, რომ წესრიგის აღსადგენად მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა, რომელიც მთლიან მზადყოფნაშია.

ამასთანავე, ლუკაშენკო აპირებს ჩაკეტოს საზღვრები პოლონეთთან და ლიტვასთან.

ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთს, კერძოდ ამერიკასა და ევროკავშირს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთისა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნები მზად არიან, რომ დაეხმარონ ბელარუს მომიტინგეებს.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა მონაცემებმა, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ლუკაშენკო პრეზიდენტად ისევ აირჩიეს, მის მოწინააღმდეგეებში დიდი ხმაური გამოიწვია, რასაც გრძელვადიანი აქციები მოჰყვა ბელარუსში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics