|
2020-09-18 13:55:53, 720 ნახვა
კომენტარი
თურნავა კანდელაკს: დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ
დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ამომრჩეველს ჩამოგიყვათ და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ევროპული საქართველოს" წევრს, გიორგი კანდელაკს. მანამდე, გიორგი კანდელაკმა გიორგი კანდელაკმა მიმართა ეკონომიკის მინისტრს კითხვით, რატომ არ უხსნის საზღვარს საქართველო საბერძნეთს, სადაც ბევრად უფრო კარგი ეპიდვითარებაა და გამოთქვა ეჭვი, რომ აღნიშნული არჩევნებს უკავშირდება, რადგან საბერძნეთში დიდი ქართული დიასპორაა. „ის პოლიტიკური მოტივი, ბატონო გიორგი, რაც თქვენ დაასახელეთ, თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით ჩამოსვლაში, ეს რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს ის, აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკონსულოებსა და საელჩოებში. და მეორე, მესმის თქვენი სუფთად პოლიტიკური მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და აი, საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ ამ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, ნუ წუხართ ამაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)