20:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 16:53:01, 2071 ნახვა

მსოფლიო
ანდერს ბრეივიკი შეწყალებას ითხოვს

ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი შეწყალებას ითხოვს, - ამის შესახებ ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა.

ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტმა, ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი. მან ასევე, კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა, რასაც 69 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. გარდაცვლილთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„მე მისი მოთხოვნით ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნა გავგზავნე”, - განაცხადა ბრეივიკის ადვოკატმა.

ბრეივიკის მოთხოვნას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა ოსლოს მერი რაიმონდ იოჰანსენი. მან განაცხადა, რომ „ის არასდროს უნდა გათავისუფლდეს“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics