23:28 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 12:55:30, 811 ნახვა

კომენტარი
კახა კუჭავა ევროპარლამენტის ანგარიშზე - ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები როგორმე ნეგატიურში გაიყვანო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა.

მისი თქმით, ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რათა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო 8 მარტის ისტორიულ შეთანხებაში.

„ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები და ანგარიში როგორმე ნეგატიურში გაიყვანო, ამას მიუთითებს ის განცხადებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განახორიციელა საქართველოს ხელისუფლებამ, რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ქვეყანამ ამ გზაზე გაიარა. რაც ყველაზე მთავარი იყო, საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილები, რომელიც მივიღეთ.

გიორგი რურუაზე იყო ერთადერთი კომენტარი გაკეთებული. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ მიესალმებიან გადადგმულ ნაბიჯს და წუხილს გამოთქვამენ, რათა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო იმ ისტორიულ შეთანხებაში, რომელიც საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics