|
2020-09-15 12:30:44, 1566 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა
მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2020" ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოცეულებმა თავდაცვისა და შეტევის ოპერაციები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულისა და რქბ დაცვის ასეულის მხარდაჭერით განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული „ჰამერები“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა "კობრა" და საინჟინრო ბატალიონის გამრღვევი მანქანა. სცენარის თანახმად, მოწინააღმდეგემ ერთ-ერთ რაიონში ქიმიური ქარხანა დაიკავა, რის გამოც აღნიშნულ ლოკაციაზე შეტევის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ქიმიურ ქარხანაში მომწამლავი ნივთიერების გაჟონვა მოხდა, რამაც მომუშავე პერსონალის ინტოქსიკაცია და გარემოს დაბინძურება გამოიწვია. ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ, დაშავებული პერსონალის გამოყვანა და „ამბულანსებით“ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა რქბ ასეულმა უზრუნველყო. ტექნიკასა და გარემოს კი, დეკონტამინაცია ჩაუტარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)