|
2015-09-15 11:23:46, 412 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე სიმონე ვოლკენს შეხვდა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული მისიის ხელმძღვანელს სიმონე ვოლკენს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას UNHCR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქაჯაია, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი პარმენ ჯალაღონია ესწრებოდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი შეეხო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჩართულობის მიზნებს გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებისა და ჰუმანიტარული სივრცის გაფართოებისათვის. 2014-2015 წლებში ორგანიზაცია დაასრულებს გაეროს განვითარების პროგრამისა და გლუკ-ის ერთობლივ გარდამავალ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ჰუმანიტარული და განვითარების მხრივ არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაზე. ორგანიზაცია მუდმივად უწევს ადვოკატირებას მიმდინარე განვითარების პროგრამებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართვას, განსაკუთრებით შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში, ასევე ხელს უწყობს ლტოლვილთა დაცვას, კოორდინაციას, მონიტორინგსა და რეაგირებას, აკონტროლებს დაცვის ქსელს, მხარს უჭერს რეფერალური მექანიზმების შექმნასა და ახორციელებს მიზნობრივ დაცვით ინტერვენციებს. გლუკ-ი წარმოადგენს ძირითადი მოქმედ პირს დევნილთა დაცვის საკითხებში და კონკრეტულად ორიენტირებულია მათი პრობლემების გრძელვადიან მოგვარებაზე. კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად იცავს თავშესაფრის მაძიებლთა, ლტოლვილთა, დევნილთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებებს. ორგანიზაცია ეტაპობრივად აფართოებს სხვადასხვა ხასიათის პროგრამებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)