|
2015-09-15 11:06:55, 440 ნახვა
პოლიტიკა
ალბანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ილირ მეტამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც წარმატებული რეფორმების გაზიარებას ისახავს მიზნად. ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მისწრაფებას, გაწევრიანდეს ნატოში. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება. პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ალბანეთის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა ილირ მეტამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)