|
2020-09-14 10:30:12, 2683 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების კომპონენტის საჩვენებელი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - კონტრტერორისტული ოპერაცია - რეიდი ვაზიანის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა. სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების უსაფრთხოებას სნაიპერული ჯგუფები, ხოლო ჰაერიდან - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“ უზრუნველყოფდნენ, სამედიცინო ევაკუაცია კი, ამერიკულმა მედევაკმა „შავმა ქორმა“ განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“. საჩვენებელი სწავლება ამერიკული „აპაჩების“ მიერ მოწინააღმდეგე მხარის საგუშაგო პოზიციების განადგურებით დაიწყო, რის შემდეგაც ქართველი და პოლონელი სამხედროებით დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები საბრძოლო ჯავშანმანქანებით ობიექტზე შევიდნენ და შენობაზე იერიში განახორციელეს. ერთობლივი ოპერაციის შედეგად სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)