|
2020-09-12 17:20:43, 16761 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის მთავრობა ფუნქციონირებას განაგრძობს. „გიდასტურებთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრაქტიკულად უსიმპტომოა. ბოლო ათი დღეა მე არ მქონია მასთან შემხებლობა. დეზინფექცია განხორციელდა. გავიკეთე ტესტი. ასე რომ, მივყვებით იმ რეგულაციებს, რაც შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ყველა ახლო კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი თვითიზოლაციაში გადავიდა და ტესტირება ჩაუტარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)