|
2015-09-15 09:38:18, 459 ნახვა
პოლიტიკა
დევიდ პრაისი: საქართველო დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტია
„ დავრწმუნდით, უკრაინა და საქართველო ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტედენტები“, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი დევიდ პრაისი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ საქართველომ და უკაინამ საკუთარი მმართველობა უნდა გააძლიეროს, რაც მოსახლეობას მისცემს ნდობას, ქვეყნების განვითარებასთან დაკავშირებით. "უკრაინა და საქართველო, როგორც ჩვენი ბოლო ვიზიტიდან დავრწმუნდით, ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები. ორივე ქვეყანა სირთულეებს უპირისპირდება, ეკონომიკურსა და პოლიტიკურს, უკრაინაში ღია კონფლიქტია რუსეთთან, საქართველოში კი გაყინული კონფლიქტები, და რუსეთის აგრესია იზრდება. ამიტომ, ჩვენი რწმენით აქ მთავარია ამ ორი ქვეყნის უნარი საკუთარი მმართველობა გააძლიეროს, პოლიტიკური მმართველობის, პოლიტიკური რეფორმის წარმატება შეძლოს, რაც მოსახლეობას მისცემს ლეგიტიმურ ნდობას, ხედვას და რწმენას ჩაუსახავს განვითარებასთან დაკავშირებით. ჩემი მუშაობით ამ კომისიაში, როცა საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებთან ვთანამშრომლობ, სწორედ ამას ვაკეთებ“, – აღნიშნა დევიდ პრაისმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)