|
2020-09-11 13:38:06, 17792 ნახვა
ომი უკრაინაში
გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაშია
კოვიდინფიცირებულ თაკო ჩარკვიანთან კონტაქტის გამო, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, სოციალურ ქსელში დაწერა. „ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ. მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, - წერს გიორგი ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)