|
2020-09-10 14:08:09, 3014 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მკაცრი ზომები აღარ გახდეს საჭირო - ჩვენი ეკონომიკა ასეთ დარტყმას ვეღარ გაუძლებს
სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, არ აპირებს. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე გავიარეთ და ამას, ჩვენი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს, შესაბამისად წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)