|
2020-09-07 14:00:45, 3628 ნახვა
სამართალი
ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება
ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება და დაზარალებულის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად დაიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრი თავად ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებს გამოძიებამ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი. გარდა ამისა, ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული დაზარალებულის მოთხოვნები. თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)