|
2015-09-14 12:55:37, 576 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის თავდაცვის მინისტრი: გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო
„გერმანიისთვის ნატოში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად გაყოფილი იყო“, - ეს ლიტვის თავდაცვის მინისტრის იუზას ოლეკასის მთავარი გზავნილი იყო ქართველ კოლეგასთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა ლიტველ კოლეგას, ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში გამართული შეხვედრების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი 2016 წლის ვარშავის სამიტის წინ საქართველოსთვის ერთიანი, ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა. როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა ზუსტად იცოდნენ, რას ვითხოვთ 2016 წლის „ვარშავის სამიტიდან“ - ეს არის ხელშესახები შედეგი, რომელიც ადეკვატური პასუხი იქნება საქართველოსთვის, როგორც ნატოს ყველაზე სანდო და გამორჩეული პარტნიორისთვის. თავის მხრივ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიტვა იყო, არის და რჩება საქართველოს ერთგული მოკავშირე და პარტნიორი ოფიციალური თბილისის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ლიტვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა იუზას ოლეკასმა. ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებასთან. ლიტვის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ეხმარება პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, ასევე, ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. ლიტვა ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უღიარებლობის პოლიტიკას. სამხედრო თანამშრომლობა 2001 წლიდან წარმოებს. ყოველწლიურად ხელი ეწერება თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებს, რომელშიც გაწერილია წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ყოველწლიურად იმართება ორმხრივი სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები. ლიტვა გამოყოფს ორ ექსპერტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ნატოს ჯგუფში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)