|
2020-09-05 14:06:36, 6887 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ODC-ის ახალ ხელმძღვანელს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოლივას სტრაზდასს და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველს, მაიკლ ჰონიგშტაინს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს აშშ-ის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს ემყარება. მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)