|
2020-09-04 20:13:31, 3214 ნახვა
სამართალი
თეონა თამაზაშვილი - არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს
„არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს“ , - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ითხოვს ფედერალური ბიუორსგან მოსული საპასუხო წერილის ნახვას. „არანაირი თვითმკვლელობა არაა. თვითმკვლელობას იძიებდნენ თვენახევარი? დამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა ის მანქანა იქ და რა წერილი მისწერა პროკურატურამ FBI-ს. იქნება სულაც მისწერეს, რომ თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI. მაინტერესებს ფედერალური ბიუროს პასუხი. დადონ ის ფლეშკები, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ყიდულობს გასახდომ ჩაისაც და მედიკამენტებსაც, იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით იყიდა. არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გაავრცელა კადრები, სადაც აღბეჭდილია, როგორ ყიდულობს აფთიაქში თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა სახის მედიკამენტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)