12:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 10:45:06, 568 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის შვილი ახალ სასწავლო წელს სკოლაში წაიყვანა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მისმა მოადგილეებმა, სხვადასხვა დეპარტამენტის, სამხარეო სამმართველოების და განყოფილებების უფროსებმა, რიგითმა პოლიციელებმა შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.

2015 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის შვილებისთვის მამის გარეშე პირველი სასწავლო წელია. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბექა მარგიშვილის შვილი – ოთარ მარგიშვილი სკოლაში პირადად წაიყვანა, ხოლო გიორგი ბერუაშვილის შვილი, მარიამ ბერუაშვილი - მამამისის მეწყვილე გიორგი მახარაშვილმა.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს, უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი - სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი სიმბოლური წარწერით და სასკოლო ნივთები.

"არის მომენტები, როდესაც მამის გვერდით დგომა განსაკუთრებით გჭირდება...სწორედ ამან გადამწყვეტინა, რომ დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ჩვენი პოლიციელების შვილების გვერდზე მათი მამების კოლეგები დავმდგარიყავით. ოთოს მამამ სისცოცხლე თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას შესწირა და დღეს მისი შვილის გვერდზე სახელმწიფო დგას, ეს ყოველთვის ასე იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა სკოლაში სტუმრობისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული აქციით კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს იმ რიგითთა და ოფიცერთა მარადიულ ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილია, რომ დღევანდელი აქციით თითოეულმა ამ ბავშვმა იგრძნოს, რომ ქვეყანა არ ივიწყებს მათი მამების ღვაწლს სამშობლოს წინაშე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ზრუნავს მათზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics