|
2015-09-12 11:55:37, 706 ნახვა
სამართალი
„BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი/მ „იური ჩახვაშვილი“. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ე.წ. ,,ელიავას ბაზრობაზე“ ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე, უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს ასაღებდა, როგორც „BOSCH“- ის ორიგინალ პროდუქციას. გამოძიების მიერ ამოღებულია „BOSCH“-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)