|
2020-08-31 13:05:57, 3206 ნახვა
სამართალი
პოლიციელი, რომელიც პატრულის ავტომანქანით ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს
პოლიციელი, რომელიც პატრულის ავტომანქანით ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყების განმარტებით, პოლიციელი დღეს, დილით დააკავეს, თუმცა მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს, დაახლოებით 00:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)