|
2020-08-31 13:05:20, 3090 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - შაბათს არჩილ გაგნიძესთან ციხეში პროკურორი შევიდა და ითხოვდა ჩვენებას
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატები ამ დრომდე გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დრომდე იმყოფებიან. აგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ შაბათს, დასვენების დღეს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბესთან, არჩილ გაგნიძესთან ციხეში პროკურორი შევიდა და ითხოვდა ჩვენებას. ადვოკატებს აინტერესებთ, რა ჩვენების მიცემას ითხოვდა პროკურატურა. მამულაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ პროკურატურა ამ გზით ცდილობს ინფორმაციის მიღებას და ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ ატყობინებს. „შაბათ დღეს შესული იყო პროკურორი და ითხოვდა ჩვენებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურა ამ გზით ცდილობს ინფორმაციის მიღებას და არ გვატყობინებს იმ დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებშიც მონაწილეობა უნდა მივიღო. გვაქვს უამრავი კითხვა, ასევე შაბათ დღეს არ არის დაშვებული შესვლა და გაურკვეველია, რატომ და ვინ იყო. საინტერესო არის ის, რომ, როგორც წესი, პროკურორი, თუ არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, საგამოძიებო მოქმედებას არ ახორციელებს ხოლმე. საქმეში ჩვენ არ გვაქვს არც ერთი გამოკითხვის ოქმი, სადაც პროკურორის მიერ იქნება არათუ ბრალდებული, არამედ მოწმეც. ეს წარმოშობს კითხვებს, ამასთან შაბათ დღეს, როგორც წესი, დაშვება არ ხდება. რატომ გააკეთა ეს პროკურორმა უცნობია“, - განაცხადა მამულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)