18:23 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 14:44:22, 10163 ნახვა

სამხედრო
დღეს ბათუმში თავდაცვის ძალებში კალათბურთის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართება

საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს „3X3 კალათბურთში“ ბათუმი მასპინძლობს. ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით გაიხსნა.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირმა სტარტი ეროვნული გმირის დაბადების დღეს, 18 აგვისტოს აიღო. ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად ტარდება და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მინისტრის გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი შეიქმნა, რომლითაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს. პირველი შესარჩევი ტურიდან, მეორე დასკვნით ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. დღეს ფინალში ერთმანეთს 4 გამარჯვებული გუნდი დაუპირისპირდება. ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics