|
2020-08-26 16:05:55, 4357 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩანიშნული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩანიშნული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს მცხეთის სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო პროცესი ზ.ხ საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მან ვერ მოასწრო საქმის სრულად გაცნობა, რადგან ბოლო ეტაპზე ჩაერთო საქმეში. „ჩემ მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, რომ არ ვიცნობდი სათანადოდ საქმის მასალებს. ვინაიდან მოცემული დრო არ იყო საკმარისი. ვითხოვე სხდომის გადადება. აღნიშნულ საქმესთან მე საწყის ეტაპზე მქონდა შეხება, სხვა ბრალდებულის ინტერესის დაცვის ნაწილში. ჩემთვის ეგ დრო საკმარისი იქნება რომ გავეცნო საქმის მასალებს. ზ.ხ.-ს შევხვდები ნებისმიერ დროს, როცა ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ზ.ხ.-ს საზოგადოებრივმა ადვოკატმა. სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხდომა 31 აგვისტომდე გადადო. შეგახსენებთ, რომ დღეს არასრულწლოვნების საქმის განხილვაზე ბრალდების მხარის 10 მოწმის გამოკითხვა იგეგმებოდა. მათ შორის იყვნენ დაზარალებულები, ექსპერტები და გამომძიებლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)