|
2020-08-24 12:40:52, 1992 ნახვა
სამართალი
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. როგორც ბრალდებულების ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი აპირებენ რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას, მათ შორის, აღკვეთი ღონისძიების გაუქმება ან გირაო. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება საერთოდ. ანუ ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, თუნდაც, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნეს გამოყენებული. თუმცა, ალტერნატივას, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ სასამართლოს, გირაოს სახით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სხვა ნებისმიერ გარემოებას, რომელსაც სასამართლო საჭიროდ ჩათვლის“, - განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)