|
2020-08-22 21:23:51, 1751 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი - თამარის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები ძალიან იშვიათია, ავტომობილში ამ მედიკამენტების კვალი არ არის
„თამარის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტები ძალიან იშვიათია, ავტომობილში ამ მედიკამენტების კვალი არ არის“ , - ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურაში გამომძიებლებთან შეხვედრამდე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობა გამორიცხულია. „ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია პრეპარატების წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს პრეპარატი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, საერთოდ არ მოიძებნება და როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში გახსნა. ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა პრეპარატი, რომელსაც ტოქსიკოლოგები ჟარგონულად ეძახიან „კონტროლს“ , ის ადამიანს თიშავს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი პრეპარატის შუშა ან რამე მსგავსი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არანაირ თვითმკველობაზე არ არის საუბარი“, - ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურაში გამომძიებლებთან შეხვედრამდე თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)