|
2020-08-22 13:47:19, 1867 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ის მამის სახლში ჩხრეკა ჩატარდა
ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ის მამის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ბრალდებული არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომახურიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საცხოვრებელი ბინიდან მისი კუთვნილი მობილური, კომპიუტერი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი წაიღეს. „დღეს 10:00 საათზე მოვიდნენ, წაიღეს ჩემი კომპიუტერი, კუთვნილი მობილური და თავდაცვის სამინისტროს საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცრაზმში ვმუშაობდი“, - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე, საერთო ჯამში, 17 პირია დაკავებული. აქედან 6 არასრულწლოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)