10:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 13:40:48, 1935 ნახვა

რეგიონი
თელავში რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

 „გასული წლების მსგავსად, წლევანდელი რთველიც ორიენტირებულია მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვაზე და მათი შრომის დაფასებაზე. მოსავლის ზრდასთან ერთად, გამოწვევები დარგში იზრდება, დასაბინავებელია 300 ათასამდე ტონა ყურძენი. რთველი 2020 იქნება წარმატებული, რადგან სახელმწიფომ ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნა. კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. ჩვენ ფერმერებს დავეხმარებით სუბსიდიით, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ყურძნის ფასი იქნება მინიმალური. ორგანიზებული გვაქვს ყველა ღონისძიება, რომ მევენახეებმა შეფერხებების გარეშე შეძლონ მოსავლის დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, რთველისთვის მზადება ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით, ყველა საწარმოს მიეცა მოდერნიზაციის შესაძლებლობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველის საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი; 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი;

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics