00:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 15:59:45, 790 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე დღეს, პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ქაშიბაძემ მონაწილეობა მიიღო პლენარულ სესიაზე " ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები - თანამშრომლობა ინოვაციებისთვის."   თავის გამოსვლაში სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობაში ინოვაციების წახალისების განსაკუთრებულ როლს და   გამოხატა მზაობა თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის.

ირაკლი ქაშიბაძის  თქმით, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ევროპაში ისეთი საერთაშორისო დონის ფორუმებიდან და ტრიბუნებიდან ისმოდეს, როგორიც კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმია.

კრინიცას 25ე ეკონომიკური ფორუმი პოლონეთის ქალაქში ყოველწლიურად იმართება. წელს რიგით 25-ე კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სტუმარი - პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics