|
2020-08-19 11:26:31, 1086 ნახვა
სამართალი
წითელ ხიდზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე, საზღვარზე გადაადგილებული საქონლის მიმართ. აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, 17 აგვისტოს, „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის 33 ცალი სხვადასხვა დასახელებისა და მოდელის მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 22 849,90 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი გადაკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 21 000-ზე მეტი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო საქართველო დატოვა 22 000-ზე მეტმა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტომობილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)