|
2015-09-10 12:48:33, 888 ნახვა
სამართალი
შსს-ს პრესსამსახური: ბათუმში მომხდარი მკვლელობების ადგილას საპატრულო ეკიპაჟი გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმში, მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბის დროს გამოძახებული პატრული ადგილზე არ მივიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება 00:10 წუთზე შევიდა და საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევის ადგილას ზუსტად 6 წუთში მივიდა. შეგახსენებთ, ბათუმში გვიან ღამით ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, შელაპარაკება გოგოს მოტაცების გამო მოხდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რამდენიმე გასროლის ხმა იყო. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობა უკვე გახსნილია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)